დავით ბაქრაძე: საქართველო არის ევროპული სახელმწიფო

საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და არის თავისთავად ძალიან მრავალფეროვანი – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ რიყის პარკში განუცხადა, სადაც “ევროპული დღეები“ გაიხსნა.
„საქართველო არის ევროპა არა იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეიძლება ვგავდეთ ჰოლანდიელებს ან ირლანდიელებს, არამედ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჩვენს მრავალფეროვნებას ვმატებთ ევროპას, ევროპულ კულტურას, ევროპულ ცივილიზაციას, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და არის თავისთავად ძალიან მრავალფეროვანი. ასე რომ, ვისთვისაც ძვირფასია ეს, ვულოცავ ევროპის დღეს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები