ირაკლი სესიაშვილი: ქართულ-ამერიკული წვრთნები კონკრეტულად ვინმეს წინააღმდეგ მიმართული არ არის

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს განცხადებით, ქართულ-ამერიკული წვრთნები კონკრეტულად ვინმეს  წინააღმდეგ მიმართული არ არის.
პარლამენტარის თქმით, რატომღაც ყველა მიეჩვია რუსეთის პოლიტიკურ რეაქციას მაშინ, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის წვრთნები ტარდება.
“ჩვენ ერთგვარად შევეჩვიეთ რუსეთის პოლიტიკურ რეაქციას მაშინ, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო დონის წვრთნები ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ გვყავს პარტნიორები, არჩევანი გავაკეთეთ და საუბარი იმაზე, რომ ქვეყნებმა არ უნდა იმუშაონ, გააძლიერონ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ეს უბრალოდ არასერიოზულია. პირიქით, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს ვინმეს მიმართ, ეს არის რუსეთი, რომელსაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები”, – განაცხადა სესიაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში მაისში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნებს პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები