თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს

თურქეთის კონიას პროვინციაში პოლიციამ ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავა. გამოცემა DHA-ს ცნობით, ამ პირთა დაკავების ორდერი პროკურატურამ გასცა. დაკავებულთა შორის ერთი ქალია, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტები უნდა გამხდარიყო.
წინასწარი ინფორმაციით, ეს ქალი „ქურთთა მუშათა პარტიის“ წევრია. ის სირიის ქალაქ ქობანიში მომზადებას გადიოდა და თურქეთში ორი დღის წინ ჩავიდა.
დაკავებული პოლიციელებზე თავდასხმას გეგმავდა.
ცნობისთვის, თურქეთში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი ანკარასა და ბრიუსელს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარი მიზეზია. ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებისგან ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს, ანკარა კი ამაზე უარს აცხადებს, ვინაიდან საქმე სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები