ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო (ფოტო/ვიდეო)

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივითა და კომპანია „Vanilla Sky”-ის მასპინძლობით, აეროდრომ „ნატახტარზე“ უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო. ღონისძიება წარმოადგენდა საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მათი მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით წინა დღეს გამართული კონფერენციის გაგრძელებას და მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირების და მონიტორინგის აუცილებლობის თაობაზე.
საჩვენებელი ფრენების ფარგლებში, მოეწყო პოლონური კომპანია „Drone House“-ის მიერ წარმოდგენილი უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგის სისტემის პრაქტიკული დემონსტრირება. ამ მიზნით, განხორციელდა ქართველო ოპერატორების მიერ, აეროდრომის საჰაერო სივრცეში გაშვებული უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგის სისტემაში ჩართვა. სადემონსტრაციო ფრენებში შემდეგი მოდელის დრონები იყვნენ ჩართულნი: DJI INSPIRE I; DJI Phantom III; Trimble UX 5; Bielik.
მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ რეალურ რეჟიმში თვალყური ედევნებინათ უპილოტო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის, ასევე დამონტაჟებულ ეკრანზე ენახათ, როგორ ხდება აღნიშნული აპარატების ოპერირების მონიტორინგი. სისტემა საშუალებას იძლევა დადგინდეს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების ადგილმდებარეობა და მათი გადაადგილება, რათა არ მოხდეს აღნიშნული აპარატების უკანონო შეღწევა აკრძალულ ან შეზღუდულ ზონებში, ასევე ოპერატორებმა ხელი არ შეუშალონ ერთამნეთს და საჰაერო სივრცის სხვა მოსარგებლეებს ოპერირებაში, არ ავიდნენ დადგენილ სიმაღლეზე მაღლა და ა.შ.. ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სისტემა ახდენს დამრღვევი დრონის ოპერატორის იდენტიფიცირებას, გაფრთხილებას და უკანონო მანევრირების გაგრძელების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უპილოტო საჰაერო ხომალდების ფრენების რეგულირებისა და მონიტორინგის აუცილებლობა განაპირობა აპარატების ადვილმა ხელმისაწვდომობამ, რის გამოც დღითიდღე იზრდება უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელთა რიცხვი, რომლებიც არ არიან ინფორმირებული იმ შესაძლო რისკების შესახებ, რაც თან ახლავს მათ ოპერირებას, ასევე ბოლო წლებში შემაშფოთებლად გაიზარდა თვითმფრინავების პილოტების მხრიდან, დრონების სახიფათო მიახლოვებასთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების რიცხვი.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების მოწესრიგების საკითხებზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მუშაობა გასულ წელს დაიწყო. დრონების ექსპლუატაციის წესების მიღება 2016 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება. ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებმა/ოპერატორებმა, იმისათვის, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მათმა ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე სამოქალაქო თუ სხვა დანიშნულების საჰაერო ხომალდებს, ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კერძო საკუთრებას.
IMG_2950 IMG_2885 IMG_2918 IMG_2914 IMG_2912 IMG_2910 IMG_2909 IMG_2887 IMG_2889 IMG_2892 IMG_2901                                                IMG_2906

13133100_1132121086812445_1835283187409324021_n13124893_1132120750145812_3782606865351058457_n 13177309_1132120696812484_2704397248255893294_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები