ზურაბ აბაშიძემ და თედო ჯაფარიძემ აშშ-ში საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე იმსჯელეს

 

ზურაბ აბაშიძის და თედო ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ვაშინგტონში საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტთან სტრობ ტელბოტთან, დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკთან, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტთან უილიამ ბერნსთან და Goldman Sachs-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარესთან რობერტ ზოელიკთან.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ამერიკელი კოლეგების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯების და რუსეთთან წარმოებული დიალოგის მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები