„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელსა და სოფელ წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის” ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ქართული ოცნება“ მოუწოდეს სამართალდამცველებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელსა და სოფელ წყალტუბოში მოხდა „ნაციონალური მოძრაობის” ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციები შესაძლოა, მიზანმიმართულად მომავალშიც განხორციელდეს. ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინტერესებშია – არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დარღვევა ან ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს, დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს, საჭიროების შემთხვევაში კი დაიწყოს გამოძიება.
აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” კატეგორიულად მიუღებელია. მივმართავთ თხოვნით შესაბამის ორგანოებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები