რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებას პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მაისში დაგეგმილ სამხედრო სწავლებას პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს. რუსეთის საგარეო უწყებამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულის შესახებ აცხადებს, რომ რუსეთი ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ამგვარ თანამიმდევრულ “ათვისებას” განიხილავს პროვოკაციულ ნაბიჯად, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მიზანმიმართულ შერყევაზე.
„ამას ხელს უწყობს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ თბილისის რევანშისტული მისწრაფებების წახალისება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა უკვე ვაზიანშია. 8 ერთეული M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“, 7 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი”, სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, ასევე სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა ფოთის პორტიდან ვაზიანის მიმართულებით ეშელონებით 5 მაისს გამოიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები