სერგეი ლავროვის უწყება დავით უსუფაშვილისაგან განმარტებას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისგან მის მიერ გაკეთებული განცხადებების განმარტებას ითხოვს.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც სერგეი ლავროვის უწყება საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.
“ამის მორიგ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დროს გაკეთებული საჯარო განცხადებები. ნათქვამი იყო, რომ სანამ „ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოს შეიარაღებული ძალების მისია შეუსრულებელი რჩება“. მისი შესრულების საფუძვლად კი სპიკერმა არა მხოლოდ „ქართველი სამხედროებისა და ოფიცრების გმირობა“, არამედ პარტნიორების – ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებაც დაასახელა. ვისურვებდით, გაგვეგო, რას ნიშნავს ეს განცხადებები?” – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავით უსუფაშვილის განცხადება გაკეთდა 4 მაისს, როდესაც ფოთის პორტში ამერიკული ტანკები ჩამოვიდა.
ქართულ-ამერიკულ სწავლება Noble Partner 2016-ში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა უკვე ვაზიანშია. 8 ერთეული M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“, 7 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი”, სამედიცინო – საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, ასევე სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა ფოთის პორტიდან ვაზიანის მიმართულებით ეშელონებით 5 მაისს გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები