IRI საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის. როგორც ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა განაცხადა, ”საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” მოავლენს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან დამკვირვებლებს.
”არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გავაგზავნით. გვეყოლება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლები. ჩვენი სტანდარტული მისია დაახლოებით 30-50 წევრისგან შედგება. გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 2 თვეს, მოკლევადიანები კი ერთ კვირას გაატარებენ”, – აღნიშნა ნიქსმა.
მისივე თქმით, IRI მომდევნო გამოკითხვას სექტემბერში გეგმავს, რათა პარტიებს ჰქონდეთ საშუალება, კიდევ ერთხელ შეხედონ ამომრჩევლების პრობლემებს, გაიგონ მათი მოსაზრებები და შეცვალონ მესიჯები. ნიქსონი თბილისს ორ კვირაში თავად ეწვევა და მთავრობის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები