იანოშ ჰერმანი: ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ შედეგით, რასაც საქართველომ მიაღწია

პირადად მე ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ შედეგით, რასაც საქართველომ მიაღწია – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველომ დიდ წინსვლას მიაღწია და მიიღებს შედეგებს ამის საფუძველზე. „კომისიის ანგარიში ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს მიერ შესრულდა სამუშაოა და ეს ძალიან სასარგებლო იქნება ზოგადად ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად, არამედ ზოგადად ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვისაც. ეს საკითხები ერთმანეთთან დაკავშირებულია – ასოცირების შეთანხმება, ეკონომიკური კონტაქტები, ვიზის ლიბერალიზაცია და ის წინსვლა, რომელსაც ერთად მივაღწევთ. ეს პროგრესი წინ მოდის. თარიღს ვერ გეტყვით. მე პირადად ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ შედეგით, რასაც საქართველომ მიაღწია. საქართველომ ნამდვილად დიდ წინსვლას მიაღწია და ნამდვილად მიიღებს შედეგებს ამის საფუძველზე. მე ვიტყოდი, ეს პროცესი საკმაოდ წინ არის წასული, საკმაოდ მალე ჩვენ მივიღებთ ზუსტ თარიღებსაც და მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, როცა ამ თარიღის გამოცხადების საშუალება მექნება, მაგრამ ეს ჯერ ალბათ ბრიუსელში გამოცხადდება ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები