ევროკავშირის ელჩი: საქართველომ შეასრულა ყველა წინაპირობა ვიზალიბერალიზაციისთვის

ევროინსტიტუტები, მათ შორის ევროკომისია მკაფიოდ აცხადებენ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა წინაპირობა ვიზალიბერალიზაციისთვის – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, თუ როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას, ევროკავშირის ელჩის თქმით, დისკუსიები ამ საკითხზე კიდევ მიმდინარეობს, შესაბამისად, თარიღის დასახელება არ შეუძლია.

“მე წარმოვადგენ ევროკავშირის ინსტიტუტს. ევროინსტიტუტები, მათ შორის ევროკომისია მკაფიოდ აცხადებენ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა წინაპირობა ვიზალიბერალიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ევროკომისიამ შესთავაზა აღმასრულებელ ორგანოებს, რომ მიეღოთ სათანადო გადაწყვეტილება. სრული გადაწყვეტლება უნდა მიღებულიყო ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს მიერ და სწორედ იქ მიმდინარეობს ამჟამად დისკუსიები. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი საკმაოდ შორს არის შესული, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ვიტყოდი, რომ ეს შედეგი ძალიან შორს არ იქნება, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები