ზვიად კვაჭანტირაძე “ნაციონალების” სიის სავარაუდო ათეულზე კომენტარს აკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ათეულში მოიაზრებიან, უკვე დიდი ხანია ამ პარტიასთან ასოცირდებიან.
აღნიშნულის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველ ათეულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
„პიროვნებები, რომლებიც დასახელდნენ, ახალი სახეები არ არიან. რომელი ერთი არ იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული?! როგორ შეიძლება თქმა, რომ გიორგი ქადაგიძე იყო აპოლიტიკური და არ იყო ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაჯაჭვული, ან რომელიმე მათგანი, ვინც დასახელდა. ერთი იყო ცნობილი პიროვნებების ადვოკატი, მეორე კიდევ ”ნაციონალების” აპოლოგეტი. ჩემთვის ახალი სახე არც ერთი არ არის,“, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ათეული ასეთი იქნება: დავით ბაქრაძე; რომან გოცირიძე; გიორგი ქადაგიძე; ელენე ხოშტარია; სალომე სამადაშვილი; გიორგი კანდელაკი; ზაზა ბიბილაშვილი; ნიკა მელია; ირაკლი აბესაძე; ოთარ კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები