ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად ქეთევან ჩაჩავა წარადგინეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად ქეთევან ჩაჩავა წარადგინა.
დავით ბაქრაძის განცხდებით, ქეთევან ჩაჩავა არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა და არასამთავრობო სექტორში მუშაობის პერიოდში ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს სწორედ ევროკავშირის და ნატო-ს შესახებ.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელებს ელენე გოცაძეს და თამარ მედულაშვილს და აღნიშნა, რომ მათთან კარგი თანამშრომლობა ჰქონდა.
როგორც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირის და ნატო-ს შესახებ.
”ჩვენი ხედვა არის ის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მოსახლეობას იმ პროცესების შესახებ, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მოაქვს. ძალიან აქტიურ პერიოდში შევუერთდი ამ ძალიან აქტიურ გუნდს, რასაც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ჰქვია”, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები