გიორგი ვაშაძემ აკაკი ბობოხიძეს ბოდიში მოუხადა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ახალგაზრდებთან შეხვედრა აკაკი ბობოხიძის კაბინეტში ისე გამართა, რომ ამის შესახებ დეპუტატი ინფორმირებული არ იყო.
მისი განმარტებით, იგი ამის გამო აკაკი ბობოხიძეს ბოდიშს უხდის.
„ბოდიშს ვიხდი ამ კაბინეტთან დაკავშირებით, უბრალოდ თავისუფალი იყო ეს ოთახი და შემოვედი. მეხუთე სართულზეა ჩემი ოთახი. იქ ავალთ, იქ გავაგრძელებთ შეხვედრას, ამის შესახებ ნამდვილად არ არის ინფორმირებული აკაკი ბობოხიძე. ამაზე ვიცი ატყდება ამბავი. ეს ფრაქციის ოთახი იყო და უბრალოდ ინსტინქტურად შემოვედი ამ ოთახში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე ახალგაზრდებს დღეს პარლამენტში, დეპუტატ აკაკი ბობოხიძის კაბინეტში შეხვდა. მან „ნაციონალური პარტიის“ რიგები გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები