ეკა ბესელია: ვაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას, რომ შედეგი დადგეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას არ ახსენდება არცერთი ფაქტი, როდესაც სამართალდამცველთა მიერ შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება არ დაიწყო.
როგორც ეკა ბესელიამ, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის შეფასებისას ჟურნალსიტებთან საუბარში აღნიშნა, სახალხო დამცველი არ ამბობს, რომ გამოძიება არ ხდება, არამედ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ გამოძიების შედეგები არ არის მისთვის ცნობილი.
„ჩვენ ვაკვირდებით, მსგავსი ფაქტების დროს გამოძიება იწყება და მიმდინარეობს თუ არა. მე არ მახსენდება არცერთი ფაქტი, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. შესაძლებელია, იყოს სხვა ფაქტები, რაზეც გამოძიება არ დაიწყო და ჩვენთვის არ არის ცნობილი. ვაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას, რომ შედეგი დადგეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვიყოთ, როდესაც ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ იქნება ძალადობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, გამოძიება იწყება ყველა ფაქტზე, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან და ახლა მნიშვნელოვანია შედეგი დადგეს, ვინაიდან დაუსჯელი ფაქტი, შემდგომი დანაშაულების წახალისებაა. სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო. უჩა ნანუაშვილის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები