ომბუდსმენი: რეკომენდაციების რაოდენობით სასჯელაღსრულების სამინისტრო და პროკურატურა ლიდერობენ

სახალხო დამცველს ყველაზე მეტი რეკომენდაცია სასჯელაღსრულების სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ აქვს.
როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, წლიურ ანგარიშში გაწეული რეკომენდაციები რამდენიმე ათეულ გვერდს იტევს. მისივე განმარტებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს მისამართით არის საკმაოდ დიდი რაოდენობით რეკომენდაციები.
„პროკურატურაც ასევე ლიდერობს რეკომენდაციების რაოდენობით, თუმცა სხვა მიმართულებითაც, იგივე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართულებით არის არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რასთან დაკავშირებითაც დღეს გვექნება დისკუსია”,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.
კომიტეტის სხდომის დაწყებამდე უჩა ნანუშავილმა ჟურნალსიტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ანგარიშში ასახულია როგორც ხარვეზები, ისე ის პროგრესი, რაც სხვადასხვა მიმართულებით ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები