დაპირისპირება გორში – ალასანია ოქრუაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანია გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ ირაკლი ოქრუაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს. გორში გამართულ დღევანდელ საკრებულოს სხდომას ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები გამოთქვა გორის საკრებულომ სხდომაზე სამანდატო -საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის, თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია. აღნიშნულ ფაქტს ირაკლი ალასანია მისი პარტიის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას უწოდებს.
იმპიჩმენტის მოთხოვნა საკრებულოს აპარატში ირაკლი ოქრუაშილის პარტიის წარმომადგენლებმა შეიტანეს. ირაკლი ოქრუაშილი საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე წუთით, მას შემდეგ მივიდა, რაც ირაკლი ალასანიამ სხდომა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები