ვარშავის სამიტის დეკლარაციაში ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველ პაკეტზე იქნება საუბარი

ვარშავის სამიტის დეკლარაციაში ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველ პაკეტზე იქნება საუბარი, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტევრიუში განაცხადა.
“საქართველო ნატო-ს სხვადასხვა ინიციატივებში აქტიურად არის ჩართული. ველოდები, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდება, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცელ პაკეტზეც იქნება საუბარი, ნატოელი მოკავშირეები კი ორმხრივ ფორმატებში ითანამშრომლებენ საქართველოსთან. შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს გამართავს”, – აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები