მამუკა არეშიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პარტიიდან წასვლა შეუქცევადი პროცესია

პარტიის ზოგიერთ წევრს დისტანცირება უნდა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საზოგადოების წინაშე დანაშაული მიუძღვით, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე, პორტალ “კვირაში” სტუმრობისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლას.
მისი განმარტებით, შეუქცევადი პროცესია „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვა წევრების წასვლაც, რადგანაც, აშკარაა, რომ პარტიის მმართველობის ხელწერა ზოგიერთისთვის მიუღებელია. „გიორგი ვაშაძისა და, საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პარტიიდან წასვლა შეუქცევადი პროცესია. პირველი – პარტიის ზოგიერთ წევრს დისტანცირება უნდა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საზოგადოების წინაშე დანაშაული მიუძღვით, მეორე კი – პარტიის რეალური ლიდერი მოწყვეტილია ვითარებას და პარტიას მართავენ ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრისთვის მათი მართვის ხელწერის გამო მიუღებლები არიან“,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები