ქობულეთში სირიის მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული, სირიის რესპუბლიკის მოქალაქე მურად მ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პოლიციის ინფორმაციით,
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, დაუდგენელ ადგილსა და დროს უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები