ბორჯომში მტკვარში მამაკაცი დაიხრჩო

ბორჯომში მდინარე მტკვარში მამაკაცი დაიხრჩო. მოქალაქე, რომელიც მდინარის დინებას მიჰქონდა თვითმხილველმა ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა როცა ის ცოცხალი იყო.
„ბორჯომში, „სილამაზის ხიდიდან“ დავინახე რომ მამაკაცის ცხედარი მტკვარს მოჰქონდა და მერე სასწარაფო სამედიცინო დახმარებას დავურეკე. ვუყვიროდი ნუ გეშინია, გიშველიან -თქო, ვეძახდი ხიდიდან, მაგრამ ნიკოლოზის ეკლესიასთან უკვე პირქვე იყო და ტივტივებდა. მაშველებიც მოვიდნენ და ცხედარი ამოიყვანეს“, – აღნიშნა თვითმხილველმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები