ქუთაისში ავტომობილი სამ ადამიანს დაეჯახა – გარდაცვლილია 2 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი

ქუთაისში, ე.წ. ბალახვნის ხიდზე მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე სამ ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი  მცირეწლოვანია.
თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები