“პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტი ცალსახად უნდა შეფასდეს ძალიან დადებითად”

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” ხელმძღვანელის, ირინა ფუტკარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტი უნდა შეფასდეს ძალიან დადებითად.
ფუტკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი შეხვედრა გამართოს.
“ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტი ცალსახად უნდა შეფასდეს ძალიან დადებითად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირი ვიზიტები გაიმართოს ჩვენი მთავრობის მიერ. ვიზიტები, რომელიც საფუძვლად დაედება ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებას, ინფორმირებულობას გაზრდის”, – განაცხადა ფუტკარაძემ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია გაედინება აშშ-ში.
“ზუსტად ამ პრობლემებს გადაწყვეტს ეს ვიზიტები, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდია. არა მარტო წინასაარჩევნოდ, ყოველთვის უნდა ეცადოს ჩვენი ხელისუფლება, ყველა რანგის წარმომადგენელს შეხვდეს, რადგან ეს ორივე მხარეს ძალიან წაადგება”, – განაცადა ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები