რუსეთიდან საქართველოში გამოძევებული ოთარ ყალიჩავა შსს-ს არ დაუკავებია

რუსეთიდან საქართველოში გამოძევებული ე.წ. კანონიერი ქურდი, ოთარ ყალიჩავა, მეტსახელად „ოთარ ზუგდიდსკი“ შსს-ს არ დაუკავებია. როგორც ” კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ოთარ ყალიჩავა ქართულ მხარეს არ დაუკავებია, იგი რუსეთიდან საქართველოში დეპორტაციით ჩამოვიდა.
რაც შეეხება ყალიჩავას კანონიერ ქურდობას, შსს-ს განმარტებით, მას ”მსგავსი წოდება არ აქვს და, შესაბამისად, ის საქართველოში, როგორც დეპორტირებული მოქალაქე, ისე შემოვიდა”,- აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პოლიციის თანამშრომლებმა მოსკოვიდან თბილისში ქართველი „კანონიერი ქურდის“, ოთარ ყალიჩავას, მეტსახელად „ოთარიკ ზუგდიდსკის“ დეპორტაცია მოახდინეს, – ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განუცხადა. „ოთარიკ ზუგდიდსკი“ რუსეთის ციხიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ის სასჯელს იხდიდა „მკვლელობის“, „იარაღით ვაჭრობის“ და „ნარკოტიკებით ვაჭრობის“ მუხლებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები