სამართალდამცავებმა 16 წლის ნინი კვაჭანტირაძე ბორჯომში იპოვეს

16 წლის ნინი კვაჭანტირაძე, რომელსაც სამართალდამცავები ეძებდნენ, იპოვეს.
„კვირას“ ინფორმაციით, პოლიციელებმა მოზარდი ბორჯომში ნახეს. იგი ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტროში „კვირას“ ინფორმაცია დაუდასტურეს. თუმცა, უწყების პრესამსახურში გოგონას შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.
შეგახსენებთ, რომ დაკარგული 16 წლის გოგონას შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
რის თანახმადაც, ახლობლები და მეგობრები 16 წლის ნინი კვაჭანტირაძეს ეძებდნენ. უცნობია რა ვითარებაში გაქრა გოგონა. ახლობლების ინფორმაციით, იპოვეს მისი მობილური ტელეფონი, თავად გოგონა კი გაუჩინარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები