საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია გამწვანებასთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

ქალაქ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლის შემდეგაც სამშენებლო ობიექტების გამწვანების საქალაქო სამსახურის დასკვნის გარეშე ჩაბარება შეუძლებელი გახდება.
როგორც დღეს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, თბილისში მათ მიერ შენობების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ გამწვანების კუთხით, მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა, რაც კოეფიციენტების დარღვევით არის განპირობებული.
“თუ როგორი ვითარებაა თბილისში, ამას ალბათ კვლევაც არ სჭირდება და ყველა მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს, დაცულია თუ არა მშენებლობებზე გამწვანების კოეფიციენტი. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია მუშაობს აქტის საკონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც დაავალებს ზედამხედველობის სამსახურს და იმ დეველოპერებს, რომლებმაც მოთხოვნით უნდა მიმართონ ზედამხედველობის სამსახურს, რომ გამწვანების საქალაქო სამსახურის დასკვნის გარეშე სამშენებლო ობიექტები ჩაბარებული არ იყოს. ის ვითარება, რაც ახლა თბილისშია გამწვანებისა და ეკოლოგიის კუთხით, იმით არის განპირობებული, რომ მშენებლობის პროცესში გაცემული k-3 კოეფიციენტის პარამეტრები თითქმის ყველა მშენებლობის დროს დარღვეულია“,-განაცხადა ბუხრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები