ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი სამ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები