მანანა კობახიძე: დავით უსუფაშვილმა უნდა დააკონკრეტოს, ვის გულისხმობდა ნორჩ ლენინელებსა და სტალინელებში

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება. მანანა კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვერანაირი ინდივიდუალური განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.
”ძალიან მკაფოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, ”ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს. ვის გულისხმობდა დავით უსუფაშვილი, ალბათ, უნდა დააკონკრეტოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი დაბრკოლება არ ექნება ვიზალიბერალიზაციაზე და ძალიან ურყევი, ძალიან მკაფიო მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანას ევროპარლამენტის და კონკრეტული დეპუტატების. ”სახალხო პარტიიდან” ინდივიდუალური განცხადებები, ნამდვილად ვერ მოახდენს გავლენას ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელსაც უმრავლესობით მიიღებენ ძალიან მალე ევროპარლამენტში,“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სკანდალური განცხადება გააკეთა. დავით უსუფაშვილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ ”მცირე პრობლემას” ხედავს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში გუშინ განუცხადა, სამიდან ერთ-ერთი ”ქართული ოცნების” არცთუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები