დიმიტრი ხუნდაძე: მკაცრად გადამოწმდება ყველა სოციალური აგენტის და მათი ხელმძღვანელების საქმიანობა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ აგენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ მკაცრად გადამოწმდება ყველა სოციალური აგენტის და მათი ხელმძღვანელების საქმიანობა. როგორც ხუნდაძე აცხადებს, თუ მათ საქმიანობაში პოლიტიკური შემადგენელი, გულგრილობა ან საბოტაჟი გამოიკვეთა, ისინი მკაცრად დაისჯებიან.
“სოციალური აგენტების გასაგონად მინდა ვთქვა: მკაცრად გადამოწმდება მათი და მათი ხელმძღვანელების საქმიანობა და თუ მათ საქმიანობაში პოლიტიკური შემადგენელი, გულგრილობა ან საბოტაჟი გამოიკვეთა, ისინი მკაცრად დაისჯებიან. თუკი ვინმეს სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის და დღემდე დახმარებას ვერ ღებულობს, აუცილებლად დავეხმარებით. მაგრამ კარგად უნდა ვიცოდეთ, ეს არ არის უმუშევრობის გადასახადი, ეს არ არის სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამა! ეს არის სოციალურად ყველაზე შეჭირვებული ფენის დახმარება, რომელიც სახელმწიფომ გააორმაგა. სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებული და ღარიბი, მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრას – სად გადის ზღვარი სიღარიბესა და სიღატაკეს შორის? სამი დღის წინ მე და მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო შევთანხმდით, გამოვიყენოთ დამატებითი გადამოწმების მექანიზმები და აღმოვფხვრათ ხარვეზები. ასევე მინდა განვმარტო, რომ პრობლემა არსებულ პროგრამაში კი არა, მისი არსებობის საჭიროებაშია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს ოპონენტებს, ნუ გამოიყენებენ ყველაზე გაჭირვებული ფენის თემას პოლიტიკური სპეკულაციისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები