საქართველოში ტემპერატურა დაეცემა
საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ტემპერატურა დაეცემა – ამის შესახებ „კვირას“ სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა განუცხადა. როგორც სინოპტიკოსი ვარაუდობს, ხვალ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. მისივე თქმით, 30 მარტს ქვეყნის მასშტაბით, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. ხოლო ღამით შესაძლოა, მოყინოს. ტემპერატურა 1 აპრილიდან მოიმატებს.