„მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა მის სიმხდალეს“
„მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საკუთარი ქვეყნის და ერის წინაშე უპასუხისმგებლოა“,- ამის შესახებ „კვირას“ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის დისტანციურად დაკითხვაზე უარის თქმის მიზეზი სიმხდალეა.
„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოძიების შეკითხვებს თავს არიდებს. როცა საკუთარი ქვეყნის გამოძიებას თავს არიდებ, სამართლებრივი უპასუხისმგებლობაა. ჩვენ მისი უპასუხისმგებლობის არა ერთი ფაქტი გვახსოვს მისი მოღვაწეობის პერიოდში. ამით, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავისი საქციელით მის სიმხდალეს, მას ეშინია გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს“, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროკუტარურის შეთავაზებაზე, რომ იგი ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დისტანციურად დაკითხულიყო, უარი განაცხადა.