150-მდე სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა – ფოტოკოლაჟი

ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები – პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე დასავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დახვდა.
„ვახორციელებთ გეგმურ როტაციას. ამ როტაციის ფარგლებში ჩვენ დღეს დავხვდით 22-ე ბატალიონის ერთ ასეულს, როტაცია აპრილის ბოლომდე დასრულდება. მათ ღირსეულად შეასრულეს ამოცანები ბაგრამის ავიაბაზაზე, ეს ამოცანა იყო ბაზის უსაფრთხოების დაცვა. უკვე ახალი ქვედანაყოფი შეუდგა ამოცანების შესრულებას. ჩვენ დღეს ვამაყობთ, რომ ასეთი საუკეთესო ქვედანაყოფის ბიჭები ჩამოვიდნენ“, – აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულა. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.
13062461_1195406973825376_513917848862996524_n 13062247_1195406970492043_5063929081263701095_n 12985459_1195407050492035_6719160767602097941_n 13095794_1195407157158691_1164282363742118786_n 13076709_1195407153825358_7692462643406787100_n 13061964_1195407057158701_3000641412241855398_n 13015510_1195407053825368_7650770771769905782_n 13091973_1195407220492018_1887193416927380665_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები