"საქსტატი" ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევას იწყებს

  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევას იწყებს. “საქსტატის” ინფორმაციით, თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, “საქსტატი” ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის საველე სამუშაოებს აპრილიდან განაახლებს. გამოკვლევა ეტაპობრივად მოიცავს ქვეყნის ყველა ინსტიტუციონალურ სექტორს: არაფინანსურ კორპორაციებს, ფინანსურ კორპორაციებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, სახელმწიფო მმართველობას, შინამეურნეობებს. გამოკვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება, მიმდინარე წლის ბოლოსთვის სრულყოფილი ენერგეტიკული ბალანსის შემუშავება. აღნიშნული სამუშაოების ტექნიკური მხარდაჭერა ევროკავშირის პროგრამა “ინოგეიტთან” თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. ამ მიზნით გასული კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა “ინოგეიტის” მისია. აღნიშნულ პროცესებში ჩართულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები