ხიდაშელი „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიაში მოხვედრას არ გამორიცხავს:ეს იქნება ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, “რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიაში მისი ყოფნის ალბათობა მაღალია, თუმცა გადაწყვეტილებას პარტია ერთობლივად მიიღებს.
„ეს არ არის მარჩიელობის თემა. ეს იქნება ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგი, რომელსაც პარტია ერთობლივად მიიღებს. მე ვარ პოლიტიკური მინისტრი, რომელიც მთავრობაში არის იმიტომ, რომ მთავრობა იყო ორპარტიული. პარტიის წარმატების პირობებში, „რესპუბლიკური პარტია“ გარდა იმისა, რომ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, იქნება მთავრობაშიც წარმოდგენილი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა გადაცემაში “პოლიტიკა“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები