თინა ხიდაშელი: მე არ ველოდები წევრობას ნატოს სამიტზე ვარშავაში

მე არ ველოდები წევრობას ნატოს სამიტზე ვარშავაში – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა “პოლიტიკაში“ საუბრისას განაცხადა.
„დიახ, მე არ ველოდები წევრობას ნატოს სამიტზე ვარშავაში. არ მინდა, რომ ვინმეს არასწორი მოლოდინი ჰქონდეს და ვინმეს იმედები გაუცრუვდეს. არ მინდა, ჩემი განცხადებით ირიბად, პირდაპირ, შეგნებულად თუ შეუგნებლად ხელი შევუწყო ნიჰილიზმს ქვეყანაში. რეალისტები უნდა ვიყოთ და სამყაროს რეალისტის თვალებით შევხედოთ. სამყარო მხოლოდ საქართველოს გარშემო არ ტრიალებს და უამრავი გამოწვევის წინაშე დგას დღეს მსოფლიო“ , -განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, ჩვენ დამოკიდებულები ვართ 28 ქვეყნის კონსენსუსზე. „ჩვენ დამოკიდებულები ვართ კონსენსუსზე 28-ს შორის, რომელიც არ არის და არ უნდა მოვატყუოთ ერთმანეთი, მაგრამ, საქართველო – ნატო ურთიერთობების მთავარი ამოცანა, საქართველოს ნატო-ს წევრობაა“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები