ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა 25-26 აპრილს გაიმართება

ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა 25-26 აპრილს გაიმართება.
როგორც “კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პარლამენტის ათკაციანი დელეგაცია, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯომარე ზვიად კვაჭანტირაძის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში მიემგზავრება.
სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები. სხდომა ტრადიციულად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას და სხვა საერთო ინტერესის საკითხებს განიხილავს.
ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტს თანათავმჯდომარეები, პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე და ევროპარლამენტის წევრი, საჯად კარიმი ხელმძღვანელობენ.
საქართველოს პარლამენტში განმარტავენ, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ერთის მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრების და მეორეს მხრივ ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას. კომიტეტს გააჩნია რეგლამენტი, რომლის მიხედვით კომიტეტის სხდომები წელიწადში ორჯერ, მონაცვლეობით, თბილისსა და ბრიუსელში იმართება. სხდომებზე ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშესაწყობად, დასკვნითი განცხადება და რეკომენდაციები მიიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები