12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირეს

ჩრდილოეთ ევროპის, ბალტიისა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლების დაუყოვნებლივ მიცემის აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ საუბარია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლატვიის ქალაქ იურმალაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მხარდაჭერა.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაში მონაწილეობდნენ 12 ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელები დანიიდან, ისლანდიიდან, ნორვეგიიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები