ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთი პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შსს-შიც დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აიყვანეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან დღეს ორი აქცია მიმდინარეობდა. ერთს მოშიმშილე ლექტორების მოწინააღმდეეგები მართავენ, მეორეს – მომხრეები.