დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ესიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

კვეზერელის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს
გურამ კვეზერელის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ესიაშვილი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
სასამართლომ ესიაშვილს გირაოს სახით 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
როგორც ესიაშვილის ადვოკატმა ნინო ნინოშვილმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა გუშინ გაათავისუფლეს და ზურაბ ესიაშვილმა აღიარა, რომ დედა-შვილის მკვლელობიდან, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეიტყო დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
თავად ესიაშვილმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.
დედა-შვილი ნატო და გურამ კვეზერელები 2014 წელს მოკლეს. ნატო კვეზერელი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს, მისი შვილი კი გაუჩინარებულად ითვლებოდა. მკვლელობის შემდეგ კვეზერელების სახლიდან 12 ათასი დოლარი, გურამ კვეზერელის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასი ნივთებია წაღებული.
როგორც მიმდინარე წლის 20 აპრილს გახდა ცნობილი, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნაპოვნია გარდაცვლილი გურამ კვეზერელის ცხედარი, ამოღებულია გარდაცვლილის სახლიდან გატაცებული პორტატიული კომპიუტერი და მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დამნაშავეების, დანაშაულის ადგილებისა და ცხედრებიდან აღებული დნმ-ის ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის.
აღნიშნულ საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შსს-ს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიება მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის ჩამდენ პირებს, მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია.
სამართალდამცველებმა მეორე დამნაშავის ადგილსამყოფელიც დაადგინეს, იგი საზღვარგარეთ იმყოფება და მისი ექსტრადირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები