სასტუმრო „არმაზის“ მფლობელს აღმკვეთი ღონისძიება 50 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „არმაზის“ მფლობელი ზაზა ართმელაძე 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
როგორც „კვირას“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიება-პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. მათივე თქმით, საქმის წარმოება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში 5 თვე და 3 დღე იმყოფებოდა. 2015 წლის 10 მაისს, ქობულეთის სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.