ავსტრიის კინოფესტივალზე საქართველოს სახელით რატი წითელაძის ფილმი იქნება წარდგენილი
რატი წითელაძის სარეჟისორო ნამუშევარი, ფილმი „დედა“ ავსტრიის 44-ე ერთა საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაშია წარდგენილი, რომელიც 13-დან 19 მაისამდე გაიმართება. ფილმის ინსპირაცია ნამდვილი ისტორიაა, რომელიც მარტოხელა დედის შესახებ გვიყვება. დედა იძულებულია, სამყაროს საკუთარი ახალშობილის არსებობა მხოლოდ იმიტომ დაუმალოს, რომ ხალხმა არ გაკიცხოს… ავსტრიის კინოფესტივალის გარდა, ფილმი იტალიის, ავსტრალიის, რუმინეთის, სტამბოლის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების ოფიციალურ პროგრამებში მონაწილეობდა. ამერიკული პრემიერა ნიუ-ჯერსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.