თბილისში მერიის თანამშრომელი, მერიის კუთვნილი ავტომანქანით, ორ ქალს დაეჯახა

ქავთარაძის ქუჩაზე, მერიის თანამშრომელი, მერიის კუთვნილი ავტომანქანით, ქვეითად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
უწყების ცნობით, მძღოლი არ მიმალულა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები