აწყურის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს

თბილისში, აწყურის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შედეგად გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალბატონი.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე სახლიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. მეზობლების თქმით, სახლი გაქირავებული იყო და იქ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დადგენილია პიროვნება, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები