მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 20 აპრილს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“, თურქეთის მოქალაქე გ.ს.ტ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 177 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს. ამავე დღეს სგპ „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ი.ს., რომელსაც კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Geralgine-k – 60 აბი. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს. მსგავსი ფაქტი მოხდა 19 აპრილს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ლაგოდეხი“. ავტომობილში, რომელსაც თურქეთის მოქალაქე ვ.ს. მართავდა, მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი APIREKS COLD FLU აღმოაჩინეს. საქმე შემდეგი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოს. იმავე დღეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE აღმოუჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სგპ „კარწახის“ ტერიტორიაზე შემოსულ თურქეთის მოქალაქე გ.უ.-საც. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები