დარეჯან თვალთვაძე: ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თუნდაც დროებით ვუხელმძღვანელო უნივერსიტეტს

ჩვენ სტუდენტებთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ განაცხადა.
„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ თუნდაც დროებით ვუხელმძღვანელო უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს დიდ ტრადიციები, რომელსაც ბოლო დროს შესაძლოა სახელი შეებღალა, მაგრამ აქვს იმის რესურსი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წარმართოს. მჯერა, რომ ჩვენ სტუდენტებთან ერთად, რომელთა გარეშეც უნივერსიტეტიც არ არსებობს, ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ ყოველდღე იმისთვის, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს. ამისთვის საჭიროა უნივერსიტეტს ჰყავდეს ლეგიტიმური მმართველი ორგანოები, ეს არის მისი აკადემიური საბჭო, რომელიც არის უმაღლესი მმართველობითი ორგანო, ეს არის კანცლერი, რომლის არჩევნებიც ძალიან მალე ჩატარდება და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩა, რომ მოვამზადოთ და ღირსეულად ჩავატაროთ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. ჩემს მთავარ ამოცანას სწორედ ამაში ვხედავ“, – განაცხადა დარეჯან თვალვთაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე შეასრულებს. მას მხარი 526-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. არჩევნების პროცესი რომელიც მთელი დღის განმვალობაში მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მასში მონაწილეობა 1 311 ამომრჩეველმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები