ეკვადორში ნიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 525-მდე გაიზარდა

ეკვადორში 16 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 525-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პორტალი El Nacional იუწყება. კიდევ 200 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ეკვადორის პრეზიდენტის რაფაელ კორეას ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 54 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 16 აპრილს ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდამ 7.8 შეადგინა. ის ეკვადორში 1979 წლიდან მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები