თურქმა მესაზღვრეებმა რვა სირიელი ლტოლვილი მოკლეს

თურქმა მესაზღვრეებმა სირიის საზღვარზე რვა სირიელი ლტოლვილი მოკლეს, რომლებიც თურქეთში ჩასვლას ცდილობდნენ. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ. ამის შესახებ გამოცემა Time იუწყება.
სირიელი ლტოლვილები ამბობენ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალა და დახმარების ნაცვლად ისინი საზღვართან მისულ ლტოლვილებს ესვრიან, თუმცა ოფიციალური ბრძანება სამხედროებს არ მიუღიათ.
„ადრე საზღვრის გადასვლა ძალიან მარტივი იყო. ახლა კი სამხედროებთან მიახლოებისას ისინი ჰაერში, ან პირდაპირ, ადამიანების მიმართულებით ისვრიან“, – აცხადებენ ლტოლვილები.
თავის მხრივ, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობას მიგრანტებთან დაკავშირებით პოლიტიკა არ შეუცვლია.
„სახმელეთო საზღვრის გამაგრება ძალზე რთულია და თურქი მესაზღვრეები ძალზე ფრთხილად მოქმედებენ. საზღვარზე გადმოსვლის მსურველებმა თურქ სამხედროებს რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს. მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვუარყოფთ განცხადებებს, რომ თურქი მესაზღვეები ლტოლვილებს ესვრიან“, – განუცხადეს Time-ს თურქეთის ოფიციალურ სტრუქტურებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები