“სითი კვირა” იწყებს გადაცემათა ციკლს – “ყურადღების ცენტრში”

ვებგვერდ – www.city.kvira.ge იწყებს გადაცემათა ციკლს “ყურადღების ცენტრში,” რომელიც თბილისის პრობლემებსა და მისი ურბანული განვითარების პერსპექტივებს ეძღვნება. გადაცემის წამყვანია ურბანისტი მამუკა სალუქვაძე. მისი პირველ სტუმრები არიან არქიტექტორი, პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა.
www.city.kvira.ge არის საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირასა“ და ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ ერთობლივი პროექტი, რომელიც, ძირითადად, აშუქებს დედაქალაქის პრობლემატიკას, მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებს.
„სითი კვირას“ დაინტერესებულ მაყურებელს ეძლევა შესაძლებლობა, ერთ სივრცეში გაეცნოს დედაქალაქის ყველა სიახლეს, პრობლემას, საკანონმდებლო ცვლილებებს, მისი განვითარების პერსპექტივებს და საინტერესო სტუმრების მოსაზრებები მოისმინონ. ვებგვერდზე პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება საინტერესო ინფორმაცია თბილისის ისტორიის შესახებაც. სიახლეები უცხოეთიდან, გიამბობთ მსოფლიოს არქიტექტურული ნიმუშებისა და ინოვაციების შესახებ. გაგაცნობთ ეკოლოგიურ სიახლეებს, მოგაწვდით საინტერესო ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების შესახებ და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები