ზაქარია ქუცნაშვილი: პოლიტიკაში საკმარისზე მეტი გიჟი გვყავს

„პოლიტიკაში საკმარისზე მეტი გიჟი გვყავს – უნდა გავცხრილოთ პოლიტიკა გიჟებისგან და ავანტიურისტებისგან, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარა ქუცნაშვილმა დღეს პორტალ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო ბარიერზე საუბრისას გააკეთა.
ის მიესალმება საარჩევნო ბარიერის შემცირებას და 3 პროცენტამდე დაყვანას.
„მე ¾ მოდელის მომხრე ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთ საარჩევნო სუბიექტს პასიური სარჩევნო უფლება, ანუ თავისი შეთავაზების უფლება არ ექნება, თუ ამომრჩეველთა 1 პროცენტს ვერ მოაგროვებს. გიჟები არ გვინდა პოლიტიკაში, საკმარისზე მეტი გვყავს, ამიტომ უნდა გავცხრილოთ პოლიტიკა გიჟებისგან და ავანტიურისტებისგან. ერთი „დინამოს“ სტადიონი უნდა გიჭერდეს პარტიას მხარს, რომ პარტია გერქვას და გქონდეს ამბიცია, რომ პარლამენტში წარმოამდგენლობა გქონდეს. დღეს 4/5 მოდელია. უნდა შევამციროთ ბარიერი და დავიყვანოთ ¾ ზე “, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები