8-10 ივნისს ბათუმის მინისტერიალი – „გარემო ევროპისთვის“ გაიმართება

სასტუმრო „ჰუალინგში“ სამთავრობო უწყებათაშორისო კომისიის შეხვედრა გაიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, კომისიის წევრებთან მერვე მინისტერიალის – „გარემო ევროპისთვის“ მნიშვნელობაზე და წინასაორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა.
„გარემო ევროპისთვის“ 8-10 ივნისს ბათუმში გაიმართება. მინისტერიალის მთავარი თემები იქნება მწვანე ეკონომიკა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განათლება მდგრადი განვითარებისთვის. ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში საქართველო უმასპინძლებს 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების, ბიზნესსექტორის, ბიზნესასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები